Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა ბერნარდესკის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ფედერიკო ბერნარდესკიმ ვერც ანდრეა პირლოს გუნდში მოახერხა ადგილის პოვნა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ტურინში დიდი ხნით დარჩება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ანდრეა პირლო ბერნარდესკის თამაშით კმაყოფილი არ არის და თუ სეზონის სტარტზე იუვე ბერნარდესკის შენარცუნებას მინიმუმ ზაფხულამდე აპირებდა, ახლა ტურინელებს იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვა იანვარშივე სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად ბერნარდესკია, რადგან მას იტალიის ნაკრებში თამაში სურს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სათამაშო დროის დეფიციტის ფონზე მანჩინიმ ის გამოიძახოს.