Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ბუფონთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო

ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი სულ ცოტა ხნის წინ 43 წლის გახდა, თუმცა ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო კიპერის სატატუსს მაინც არ კარგავს.

ჯიჯიმ კარიერის განმავლობაში არაერთი რეკორდი დაამხო, თუმცა იტალიელი კარის დარაჯი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუფონი იუვენტუსის პირველი კარის დარაჯი აღარ არის, ის Coppa Italia-ზე რეგულარული სტარტერი იყო და ინტერთან 2-მატჩიანი დუელის დროს არაერთი შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა.

La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ბუფონთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, რომლის მიხედვითაც ჯიჯი ტურინულ გრანდში 2022 წლის ივნისამდე დარჩება.