Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა გუნდის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

ტურინის იუვენტუსმა გუნდის ფინანსებთან მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და რომლის მიზანი იუვენტუსის განხორციელებული 42 ტრანსფერი გახლავთ, კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსი გამომძიებლებთან და CONSOB-ის წარმოამდგენლებთან თანამშრომლობს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით, ვიცავთ და მომავალში დავიცავთ ფეხბურთის პრინციპებსა და კანონებს.“

გამოძიება იუვენტუსს ფეხბურთელების ფასების ხელოვნურ ზრდას და ამ მეთოდით კაპიტალის გაზრდას ედავება. ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი აღნიშნული 42-დან არტური-პიანიჩის ბარტერი გახლავთ.