Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა და ატალანტამ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

Tuttojuve-ს ინფომრაციით, იუვენტუსი და ატალანტა ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.

ტურინელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას შეეცდებიან და წყაროს ინფორმაციით პირლოს მოთხოვნით მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ატალანტას კაპიტანი, პაპუ გომესი იქნება, რომელსაც გასპერინისთან კონფლიქტი მოუვიდა და გუნდს დიდი ალბათობით ზამთარში დატოვებს.

ბერგამოელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს მიღება სურთ, თუმცა ტურინელები ამ თანხის გადახდას არ აპირებენ და სანაცვლოდ მზად არიან, ტრანსფერში ფედერიკო ბერნარდესკი ჩართონ.

ბერნარდესკი დაახლოებით 25-30 მილიონად არის შეფასებული და ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმულაზე აპირებენ გუნდები მოლაპარაკებებს, თუმცა როგორც ჩანს ბერნარდესკის დრო ტურინულ გრანდში ამოიწურა.