Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა მოწუევს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების დასრულების შემდეგ იუვენტუსს მძიმე სანქციები არ ელოდება და ბიანკონერის უბრალოდ გარკვეული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

La Stampa-მ ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტების აზრი მოისმინა, რომელთა თქმითაც მიმდინარე საქმე 2008 წელს მილანისა და ინტერის წინააღმდეგ ჩატარებულ გამოძიებას ჰგავს, რომლის დასრულების შემდეგაც მილანურ გრანდებს 90,000 ევროს გადახდა მოუწიათ.

ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტურინელებს ფინანსური ჯარიმის გარდა სხვა სასჯელი ემუქრებათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კი პარალელურად მუშაობს კაპიტალის ზრდის ახალ კრიტერიუმებზე, რომელთა დახმარებითაც მათ გუნდების ფინანსების გაკონტროლება უფრო მარტივად შეეძლებათ.