Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა დემირალს ფასი დაადო

ბოლო დღეებში დემირალის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა. ფეხბურთელის სახელი მადრიდის რეალს, ატლეტიკოს, ტოტენჰემს, ლივერპულს და ლესტერს დაუკავშირეს და თუ ბრიტანულ მედიას დავუჯერებთ, იუვენტუსი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, დემირალი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა. მას ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, რისთვისაც გუნდში სათამაშო დრო სჭირდება და იუვეში არსებული კონკურენციის გამო, ის მოედანზე ბევრ დროს ნამდვილად არ ატარებს. ტურინელები თურქი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ტურინელებმა დემირალი 2019 წლის ზაფხულში 18 მილიონად სასუოლოდან გაიფორმეს და მისი 50 მილიონად გაყიდვის შემთხვევაში საკმაოდ მსუყე თანხას გამოიმუშავებენ.