Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა დეპაი-მილიკს შორის პრიორიტეტი შეარჩია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობასა და მაქს ალეგრის შორის შეხვედრა დასრულდა, რომელზეც მხარეებმა მემფის დეპაისა და არკადიუშ მილიკს შორის საბოლოო არჩევანი გააკეთეს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმებაზე უარს იტყვის და მათი პრიორიტეტი მარსელის პოლონელი ფორვარდი იქნება.

დი მარციოს თქმით, ამის მიზეზი დეპაის მიერ მოთხოვნილი ხელფასი და ფეხბურთელის აგენტის საკომისიო გახდა. დეპაიმ იუვენტუსთან აქამდე შეთანხმებული პირობები, რომლის მიხედვითაც მას 5 მილიონი და ბონუსები უნდა მიეღო, შეცვალა და გარანტირებული 8.5 მილიონი მოითხოვა, რის გადახდაზეც ბიანკონერიმ უარი თქვა.