Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა დიბალას აგენტთან შეხვედრა ჩანიშნა

იუვენტუსი მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და მაქს ალეგრის განკარგულებაში ტურინელთა არგენტინელი ათიანი პაულო დიბალა უკვე დაბრუნდა, თუმცა მის კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემა ჯერ კიდევ გადასაჭრელია.

ლა ჯოიას მიმდინარე ხელშეკრულება იუვესთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ, მისი გუნდიდან წასვლის თაობაზე არაერთი გავლენიანი გამოცემა იწერებოდა, მაგრამ იუვეში მაქს ალეგრის დაბრუნებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლა ჯოიას აგენტი ტურინს მიმდინარე თვის ბოლოს ეწვევა და მხარეები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაახლებენ. იუვე მზად არის დიბალას ახალი კონტრაქტი 4 წლით გაუფორმოს და მას ხელფასი სეზონში 10 მილიონამდე გაუზარდოს, რითიც ის რონალდუსა და დე ლიხტის შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.