Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა დიეგო კოსტას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ატლეტიკოს დიეგო კოსტა ესპანურ გრანდს იანვარში მცირე თანხის, ან სეზონის ბოლოს სრულიად უსასყიდლოდ დატოვებს. ესპანელი ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორცეული ფორვარდია და სავარაუდოდ მის გასაფორმებლად არაერთი გუნდი იბრძოლებს.

იუვენტუსი ალვარო მორატას რირსეულ შემცვლელს ეძებს, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინელები კოსტას ტრანსფერით დაინტერესებულები არ არიან.

გამოცემის ინფორმაციით, გუნდს მისი მძიმე ხასიათი ადარდებს და არ სურს, რომ გასახდელში რაიმე სახის დაძაბულობა შეიტანოს.

კოსტას მილანსაც უკავშირებდნენ, რომელიც ასევე ფორვარდის ძიებაშია, თუმცა გუნდს იბრასნაირი ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელის მიყვანა დიდ რისკად მიაჩნია და დიეგოს გაფორმებაზე მუშაობას არ აპირებს.