Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა დონარუმაზე უარი თქვა

დღეს იუვენტუსის ბაზაზე ალეგრის და გუნდის სხვა ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა სატრანსფერო სტრატეგია, მათ შორის ჯიჯო დონარუმა განიხილეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შესნის ალეგრის მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, ამიტომ მისი შენარჩუნება უნდა და დონარუმას გასაფორმებლად დასახარჯი ფულით სხვა პოზიციების გაძლიერება ურჩევნია.

წყაროს ინფორმაციით, ეს დონარუმას ძალიან რთულ სიტუაციაში აგდებს, რადგან მას არც პსჟ და არც ბარსელონა პირველ კიპერად არ მოიაზრებს, სხვა მსურველი კი მისი მოთხოვნილი ხელფასის და რაიოლას საკომისიოს გამო აღარ ჰყავს…

გათიშვა