Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა დონარუმას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო ?

რამდენიმე საათის წინ, მინო რაიოლა ტურინში შენიშნეს, სადაც რა თქმა უნდა ის იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

იუვენტუსში რაიოლას რამდენიმე კლიენტი თამაშიბს, მოიზე კინი და პოლ პოგბა კი, რომლებიც ასევე რაიოლას კლიენტები არიან, ბიანკონერის ინტერესთა სფეროშია, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ჯიჯო დონარუმას ტრანსფერზეც დაიწყეს მოლაპარაკებები, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

ტურინში ვიზიტის შემდეგ, რაიოლას მილანში ელოდებიან, სადაც როსონერის წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან დონარუმას გარდა იბრაჰიმოვიჩის და რომანიოლის კონტრაქტებზე ისაუბრებენ.