Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა დრაგუშინის გაშვებაზე უარი თქვა

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ინფორამცია, რომ კრისტალ პალასი იუვენტუსის ახალგაზრდა ცენტრალური მცველის რადუ დრაგუშინის იჯარით გაფორმებას ცდილობდა, თუმცა ტურინელებმა ინგლისელები უარით გაისტუმრეს.

19 წლის რუმინელმა ფეხბურთელმა იუვენტუსთან 2025 წლამდე კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, თუმცა დიდი კონკურენციის გამო ნაკლევად სავარაუდოა, რომ მას მომდევნო სეზონში ბევრი სათამაშო დრო მიეცეს.

ამის მიუხედავად, TuttoJuve-ს ცნობით ბიანკონერი ფეხბურთელის გაშვებას არც იჯარით და არც არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.