Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის ალტერნატივა შეარჩია

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის უკვე ემზადება და ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე ფიორენტინას ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი იქნება.

ტურინელებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ გუნდი ალვარო მორატას 35 მილიონად ატლეტიკოდან არ გამოისყიდის და ესპანელი ტურინს სეზონის ბოლოს დატოვებს, დაზოგილ თანხას კი ბიანკონერი სწორედ ვლაჰოვიჩისკენ მიმართავს.

ტურინული გრანდისთვის სამწუხაროდ, ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე პრეტენზიას არაერთი ევროპული გრანდი აცხადებს, რომლებსაც ფინანსური სიტაუციის მხრივ ვლაჰოვიჩის გაფორმების მეტი შანსი აქვთ, ამიტომ იუვენტუსმა მისი პოტენციური ალტერნატივების ძიება უკვე დაიწყო.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, თუ იუვე ვლაჰოვიჩის გაფორმებას ვერ მოახერხებს, ტურინელები სასუოლოს ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას დამატებას შეეცდებიან, რომელსაც ნეროვერდი 30-35 მილიონად აფასებს.