Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის პოტენციური შემცვლელი შეარჩია

იტალიურ მედიაში სეზონის ბოლოს იუვენტუსიდან დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდის მიმართ, რომელიც მიმდინარე სეზონში გაუთავებელი ტრავმების გამო ფორმაში ჩადგომას ვერ ახერხებს, ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი და ტოტენჰემი იჩენენ.

TuttoJuve-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის გაყიდვა ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის, თუმცა თუ ფეხბურთელმა წასვლის სურვილი გამოთქვა და რომელიმე დაინტერესებულმა გუნდმა მის სანაცვლოდ სარფიანი წინადადება გააკეთა, ბიანკონერი უარს არ იტყვის.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ვლაჰოვიჩმა იუვე დატოვა, ტურინელები მის ნაცვლად ზალცბურგიდან 22 წლის შემტევის ნოა ოკაფორის გაფორმებას ეცდებიან, რომელას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.