Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა იგუაინის გაშვება გადაწყვიტა

La Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,არგენტინელი ფორვარდი ტურინს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.იუვენტუსს მისი გაყიდვიდან შემოსულ ფულთან ერთად იმ 7.5 მილიონი ევროს დაზოგვა სურთ,რომელსაც გუნდი იგუაინს ერთ სეზონში უხდის.

ფეხბურთელი LA Galaxy-ს და  DC United-ს დაუკავშირეს MLS-იდან,თუმცა თავად იგუაინს მშობლიურ გუნდში,რივერ პლეიტში სურს დაბრუნება.

გონსალომ მისი საუკეთესო წლები მაურიციო სარის ნაპოლიში გაატარა,როდესაც 147 შეხვედრაში 92 გოლის გატანა მოახერხა და იუვენტუსში 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მისი ტურინული კარიერა ისეთივე წარმატებული ვერ გამოდგა და ჯერ მილანში,შემდეგ კი ჩელსიში გაანათხოვრეს,საიდანაც მაურიციო სარისთან ერთად გუნდში დაბრუნდა და 23 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.