Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ინტერის ნახევარმცველის გაფორმება სცადა

იტალიური წყაროების ინფორამციით, იუვენტუსმა ინტერთან ურუგვაელი ნახევარმცველის მატიას ვესინოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა ბენეამატამ ტურინელები უარით გაისტუმრა.

30 წლის ფეხბურთელს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მას მოედანზე დრო იშვიათად ეძლევა, ამიტომ ნერაძური ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ La Repubblica-ს ინფორმაციით, ბეპე მაროტას პირდაპირი კონკურენტების გაძლიერება არ სურს, ამიტომ მათთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.