Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა კავანის გაფორმებაზე უარი თქვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ იუვენტუსს მანჩესტერის ფორვარდი ედინსონ კავანი შესთავაზეს, მაგრამ ბიანკონერიმ უარი თქვა.

მას შემდეგ, რაც მანჩესტერმა რონალდუს გაფორმება გაინაღდა, წითელი ეშმაკები 34 წლის კავანის გასხვისებას ცდილობდნენ და მზად იყვნენ, ფეხბურთელი სრულიად უფასოდ გაეშვათ.

ფეხბურთელის აგენტმა კავანის გაფორმება ბარსელონას და იუვენტუსს შესთავაზა, მაგრამ მისი ასაკის და მაღალი ხელფასის გამო ურუგვაელი ფორვარდის დამატება არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.