Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა კუადრადოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წამოიწყო

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსს ხუან კუადრადოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და ინტერთან მისმა გამორჩეულმა მატჩმა განაპირობა ის, რომ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი კვლავ აქვთ. 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 38 მატჩში 2 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა, რაც მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

კუადრადოს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და წყაროს ცნობით, იუვენტუსი მას ხელშეკრულებას 2023 წლამდე გაუხანგრძლივებს, სურვილის მხარეების  თანხმობის შემთხვევაში კი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.