Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა კულუშევსკის ფასო დაადო…

იტალიური მედიის ინფორმაციით, დეიან კულუშევსკის იუვენტუსიდან წასვლის შანსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საკმაოდ დიდია და ბიანკონერიმ მსურველებს ფეხბურთელის ფასიც შეუთვალა.

TuttoJuve-ს ცნობით, კულუშევსკიმ ალეგრის დარწმუნება ვერ მოახერხა, რომ ის გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და ტურინელები მზად არიან ახალგაზრდა შვედი ტალანტი 35 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისონ.

წყაროს ცნობით, მისი გაფორმებით ფეხბურთელის ყოფილი გუნდი ატალანტა და ტოტენჰემი ინტერესდებიან, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდას მხოლოდ ლონდონური გუნდი თუ მოახერხებს, მიღებული ფულის გამოყენებას კი ბანკონერი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გეგმავს.