Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ლოკატელისთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ტრანსფერის დახურვას ცდილობს და ნიკოლო შირას ინფორმაციით, ბიანკონერიმ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს და მისი ანაზღაურება წელიზადში 3 მილიონი ევრო იქნება.

იუვეს ახლა სასუოლოსთან მოუწევს საერთო ენის გამონახვა. ნეროვერდი ლოკატელის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს და ტურინელები ტრანსფერში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას აპირებენ.