Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ლოკატელის ტრანსფერზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩანიშნა

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი და სასუოლო მესამე ოფიციალურ შეხვედრას მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით მომდევნო კვირას შეხვდებიან და ბიანკონერი შეთანხმების საბოლოოდ მიღწევას შეეცდება.

Goal-ის ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვე და სასუოლო ერთმანეთს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეხვდებიან და ტრანსფერის საბოლოოდ დახურვას შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი სასუოლოს ამჯერადაც ფეხბურთელის იჯარით აყვანას შესთავაზებს, შემდგომში 30 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით და ამასთან ერთად ტრანსფერში რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას შესთავაზებს.