Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა მორატას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ალვარო მორატამ იუვენტუსში სეზონი შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში მისმა არასტაბილურობამ თავი იჩინა, რამაც ალვაროს მომავალთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა.

თუმცა, ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორამციით, იუვენტუსი ესპანელი ფორვარდის იჯარას კიდევ ერთი სეზონით – 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაახანგრძლივებს, 2022 წლის ზაფხულში კი მისი ატლეტიკოდან გამოსყიდვა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ალვარო მორატამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.