Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა მსურველებს ვლაჰოვიჩის ფასი შეუთვალა

იტალიურ მედიაში იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება და სერბ ფორვარდს არაერთ გრანდს უკავშირებენ, მაგრამ ბიანკონერი მასთან მარტივად გამომშვიდობებას არ აპირებს.

GOAL-ის ცნობით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბარსელონა და ბავარია იჩენენ, მაგრამ ტურინული გრანდი ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დაინტერესებული მხარე 110 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია.

22 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ტრავმების გამო მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მან 6 გოლის გატანა მაინც მოახერხა.