Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა მურიელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა

SportItalia-ს ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსმა ატალანტას ფორვარდის ლუის მურიელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და იანვარში მის გაფორმებას განიხილავს.

მურიელი ატალანტაში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს, ტურინელები კი ზამთარში ფორვარდის დამატებას გეგმავენ და ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ კოლუმბიელი შემტევი გახლავთ.

მურიელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მოედანზე 513 წუთი გაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.