Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ორი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა

მაქს ალეგრის იუვეში მისვლის შემდეგ, გუნდის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და Calciomercato-ს ინფორმაციით, ბიანკონერიმ 2 ფეხბურთელის გაყიდვა უკვე გადაწყვიტა.

წყაროს ინფორმაციით, ტურინელებმა სატრანსფერო ფანჯარაზე აარონ რემსი და მერიჰ დემირალი დააყენეს.

ორივე მათგანი იუვეს 2019 წელს შეუერთდნენ, თუმცა ხშირი ტრავმების და კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერც ერთმა მოახერხა.

რემსი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისთვის გადასახდელი 7 მილიონი ევრო გუნდს მძიმე ტვირთად აწევს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რემსის მოედანზე დრო ფაქტობრივად არ ეძლევა.

დემირალს რაც შეეხება, ალეგრიმ იუვენტუსში კიელინის შენარჩუნება მოითხოვა, რაც იმის მანიშნებელია, რომ თურქ ფეხბურთელს კვლავ შეზღუდული სათამაშო დრო ექნება, რითიც ის დიდი ხანია უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლას ითხოვს…