Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა პერინს ფასი დაადო

ჯიჯი ბუფონის გუნდიდან წასვლის შემდეგ, იუვენტუსი მეორე კიპერის ძიებაშია, თუმცა ბიანკონერი ჯენოაში იჯარით გატარებული კიდევ ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული მატია პერინის შენარჩუნებას არ აპირებს და ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს.

პერინი იუვენტუსმა 2018 წელს, სწორედ ბუფონის შემცვლელად გაიფორმა, როდესაც ლეგენდარული კიპერი პსჟ-ს შეუერთდა, თუმცა იტალიელმა შესნისთან კონკურენციას ვერ გაუძლო და სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, შემდეგ კი ბუფონიც დაბრუნდა და მისი ადგილი იუვეში აღარ დარჩა.

IlBianconero-ს ცნობით, იუვენტუსი მზად არის 28 წლის იტალიელი კარის დარაჯი, რომლის სანაცვლოდაც 15 მილიონი გადაიხადა, 10 მილიონად გაასხვისოს.