Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა პიანიჩის გაფორმება გადაიფიქრა

მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ, ბარსელონას ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის სახელს ტურინელებს აქტიურად უკავშირებდნენ.

ბოსნიელმა ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ალეგრის იუვენტუსში გაატარა და ბარსელონას რიგებში წარუმატებელი სეზონის შემდეგ, მას ტურინში, ალეგრის გუნდში დაბრუნება სურდა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 31 წლის ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნების წინააღმდეგი არც ალეგრი იყო, თუმცა იუვენტუსს აქცენტის გაკეთება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე სურს და ბიანკონერი მის გაფორმებას აღარ აპირებს…