Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩანიშნა

იუვენტუსმა დაადასტურა, რომ შაბათს, 24 ივლისს მაქს ალეგრის გუნდი სეზონის წინ პირველ ამხანაგურ მატჩს ჩეზენას წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ტურინში, იუვენტუსის სავარჯიშო ცენტრ – Continassa-ზე გაიმართება, რომელიც ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

24 ივლისს ამხანაგური მატჩი იუვენტუსსა და მილანს შორის უნდა გამართულიყო, მაგრამ შეხვედრის ორგანიზების პრობლემის გამო მატჩი ჩაიშალა და გუნდებს სხვა მეტოქეების პოვნა მოუწიათ.