Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა პირველი ტრანსფერი შეათანხმა

რამდენიმე ამერიკული სპორტული გამოცემის მტკიცებით, იუვენტუსმა დალასთან ბრაიან რეინოლდსის ტრანსფერი შეათანხმა.

ფეხბურთელი ბიანკონერის 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება და სეზონის ბოლომდე იჯარის წესით კალიარიში ითამაშებს.

19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით რომა და ბრიუგეც ინტერესდებოდნენ, თუმცა  როგორც ჩანს იუვე გამარჯვებული გამოვიდა და მაკკენის შემდეგ, კიდევ ერთ ტალანტს იფორმებს.