Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა პოგბას ალტერნატივა შეარჩია

ტურინის იუვენტუსი პოლ პოგბას ტრანსფერზე წარუმატებლობის შემთხვევაში ლიონის ჰუსემ აუარის გაფორმებას შეეცდება.

27 წლის პოგბა, რომელიც წითელ ეშმაკებში 2016 წელს იმ დროისთვის სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა, ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს და პრემიერ ლიგაში გასული თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, თუმცა მისი კონტრაქტის ამოწურვამდე 18 თვეა დარჩენილი და თუ ფრანგი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, მანჩესტერს მისი გაყიდვა მოუწევს.

Calciomercato-ს მტკიცებით, სამი ხედირას გუნდიდან გაშვება, რომელიც კარიერას ჰერტა ბერლინში გააგრძელებს, სწორედ პოგბასთვის ადგილის გათავისუფლებას ემსახურებოდა და ზაფხულში ტურინელები პოგბას ტრანსფერზე სერიოზულად აპირებენ მუშაობას.

წყაროს მტკიცებით, იუვენტუსი პოლის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს და თუ მანჩესტერმა ამ თანხაზე მეტი მოითხოვა, ასეთ შემთხვევაში იუვეს მთავარი სამიზნე ჰუსემ აუარი გახდება.