Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა პოგბას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ტურინის იუვენტუსმა მანჩესტერს პოლ პოგბას სანაცვლოდ პირველი წინადადებით მიმართა.

Calciomercato-ს ინფომრაციით, ბიანკონერიმ წითელ ეშმაკებს აარონ რემსი და დუგლას კოშტა შესთავაზა, თუმცა ინგლისელებისგან უარი მიიღო.

რამდენიმე კვირის წინ მინო რაიოლამ ღიად განაცხადა, რომ მისი კლიენტი მანჩესტერში ყოფნით უკმაყოფილოა და მას შემდეგ პოგბას იუვეში დაბრუნების შესახებ ხმები არ წყდება, თუმცა რამდენად მოახერხებს გუნდი ტრანსფერისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას, რთული სათქმელია.