Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა პსჟ-სთან პარედესის ტრანსფერის ფორმულა შეათანხმა

არეკ მილიკის შემდეგ, იუვენტუსის ხელმძღვანელობა პსჟ-დან ლეანდრო პარედესის ტრანსფერის დახურვას ცდილობს და არაერთი წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა პარიზელებთან არგენტინელი ნახევარმცველის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი იუვეს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

პარედესი იუვენტუსთან 4-წლიან (1+3) კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური გასამრჯელო 5.5 მილიონი იქნება.