Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ჟორჟეს ტრანსფერზე მილანის წინადადება გააორმაგა…

იუვენტუსი და მილანი სანტოსიდან 19 წლის ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე ბრძოლას განაგრძობენ და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერი დაწინაურდა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, მილანსა და სანტოსს შორის მოლაპარაკებები გართულდა, რადგან როსონერი აქამდე შეთავაზებული წინადადების – 3 მილიონი ევროს გაზრდას არ აპირებს, ბრაზილიელები კი თავის მხრივ 10 მილიონს ითხოვენ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა სანტოსს მილანზე 2-ჯერ მეტი – 6 მილიონი ევრო შესთავაზა და არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერი უახლოეს საათებში დახუროს.