Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა რაბიო ტრანსფერზე დააყენა

იტალიური მედიის ინფორამციით, მაქს ალეგრიმ იუვენტუსის ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს მიმართ, რომელმაც ჩელსის წინააღმდეგ კიდევ ერთი უსახური შეხვედრა ჩაატარა და ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო, ნდობა საბოლოოდ დაკარგა და მის გაყიდვას ზამთარშივე აპირებს.

Tuttomercato-ს ცნობით, რაბიოს ტრანსფერით არსენალი და ნიუკასლი ინტერესდებიან, რომელთათვის ფეხბურთელის წლიური გასამრჯელოს – 7 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.

წყაროს ცნობით, იუვე მზად არის ფრანგი ფეხბურთელი მინიმალურ თანხად, დაახლოებით 10-15 მილიონის სანაცვლდო გაასხვისოს.