Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა რეალს აზარის ტრანსფერზე მიმართა

როგორც რამდენიმე წუთის წინ მოგახსენეთ, მანჩესტერმა იუვენტუსთან კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე შეთანხმება დაადასტურა და პორტუგალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ლისაბონში გაივლის, რის შემდეგაც ის ოფიციალურად გახდება მანჩესტერის ფეხბურთელი, იუვენტუსი კი მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

ტურინელები ევერტონიდან მოიზე კინის დამატებაზე მუშაობენ, თუმცა პარალელურად სხვა ვარიანტებს განიხილავენ და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ტურინელებმა მადრიდის რეალს ედენ აზარის თაობაზე მიმართეს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტურინელები მზად არიან რეალს აზარის იჯარით აყვანა შესთავაზონ მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით.

აზარის გუნდიდან წასვლა რეალს მბაპეს სანაცვლოდ შეთავაზებული წინადადების გაზრდაშიც დაეხმარება, რადგან მისი ხელფასის გადახდა აღარ მოუწევს და ბლანკოსი ტურინელების წინადადებას სერიოზულად განიხილავს…