Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა როველას ტრანსფერი შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ჯენოასთან ნიკოლო როველას ტრანსფერზე ყველა დეტალი შეათანხმა.

19 წლის ფეხბურთელი იუვენტუსს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ის ტურინელებთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს და სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ჯენოაში დარჩება.

ეს დღეს იუვენტუსის რიგით მე-2 ტრანსფერი იქნება, ტურინელებმა ნანტიდან 19 წლის აბდულაე დაბო დაიმატეს, რომელიც იუვეს 23-წლამდელთა გუნდს შეუერთდება.