Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა რონალდუს ფასი დაადო

რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები ძალებს იკრებს და იტალიური მედია იმასაც ამტკიცებს, რომ იუვემ რონალდუს კონკრეტული ფასიც დაადო.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თუ იუვენტუსი სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას გადაწყვეტს, ბიანკონერი მას 29 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, რაც გუნდს საშუალებას მისცემს, რომ კაპიტალის შემცირება თავიდან აიცილოს.

კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი ხელფასი ტურინულ გუნდს სეზონში სხვადასხვა გადასახადების ჩათვლით 60 მილიონი ევრო უჯდება…

გათიშვა