Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა რონალდუს შემცვლელი შეარჩია

კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შანსები დღითი დღე იზრდება და იტალიური მედიის ცნობით, თუ პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინს დატოვებს, მაქს ალეგრის მოთხოვნით იუვე მის სანაცვლოდ მოიზე კინის დამატებას შეეცდება.

ევერტონი კინს 35-40 მილიონ ევროდ აფასებს, რისი გადახდაც იუვენტუსს არ სურს, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდი იუვენტუსის ორი ფეხბურთელით, ადრიენ რაბიოთი და მერიჰ დემირალით ინტერესდება და გუნდებს შორის ბარტერი გამორიცხული არ არის.