Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა სათადარიგო მეკარე შეარჩია

იტალიური მედიის ინფორმაციით, მეორე კიპერის პოზიციაზე იუვენტუსს რომას ანტონიო მირანტე სურს.

1983 წელს დაბადებულ კარის დარაჯს ჯალოროსისთან კონტრაქტი რამდენიმე კვირაში ეწურება და იუვენტუსს თავისი აკადემიის აღზრდილის გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.

იქიდან გამომდინარე, რომ მირანტე იუვენტუსის ახალგაზრდული სექტორის პროდუქტია, ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ადგილს არ დაიკავებს, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლიუსია.