Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა სასუოლოს ლოკატელის ტრანსფერზე პირველი წინადადებით მიმართა

იუვენტუსი სასუოლოდან მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერიმ ნეროვერდის პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა.

წყაროს ცნობით, სასუოლოს ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონის გამომუშავება სურს, მაგრამ ბიანკონერი მათ 25 მილიონ ევროს და როველა-ფაჯიოლიდან ერთ-ერთს სთავაზობს, თუმცა მომავალში ტურინელებს ნეროვერდის მიერ არჩეული ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება.