Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა სიტის ჟესუსის ტრანსფერზე მიმართა

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა მანჩესტერ სიტის გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერზე მიმართა. ბიანკონერი მზად არის ფეხბურთელი ფასიანი იჯარით გაიფორმოს, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პერსპექტივით.

მანჩესტერ სიტი 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ 60 მილიონის გამომუშავება სურთ, ტურინელებს კი ამ თანხის გადახდა ამ მომენტისთვის არ შეუძლიათ და იმედი აქვთ, რომ სიტი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდება.

ჟესუსს როგორც ცენტრში, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც მის გაფორმებას ალეგრისთვის კიდევ უფრო სასურველს ხდის…