Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა შესაძლოა პარატიჩი გაუშვას

Calciomercato-ს ინფორმაციით, ანდრეა ანიელი ფაბიო პარატიჩის გუნდიდან გაშვებას განიხილავს და მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

პარატიჩი გუნდში ანიელის გაპრეზიდენტებისთანავე, 2010 წელს მივიდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი არც თუ ისე კარგი არჩევნები სატრანსფერო ბაზარზე გუნდს საკმაოდ დიდი ფული დაუჯდა.

იუვენტუსმა როგორც ყოველთვის ბოლო პერიოდში არაერთი თავისუფალი აგენტი გაიფორმა, თუმცა მაღალი ხელფასების მიუხედავად, ვერც ერთმა მათგანმა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა.

გამოცემის მტკიცებით, ანიელის გუნდში ლილის ყოფილი ტექნიკური დირექტორის, ლუის კამპოს ხილვა სურს. პორტუგალიელმა ფრანგულ გუნდში შესანიშნავად იმუშავა და მისი გუნდში მიყვანა იუვეს გარდა რამდენიმე სხვა კლუბსაც სურს.