Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა შესაძლოა სამივე კიპერი შეიცვალოს…

რამდენიმე საათის წინ ჯიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს, თუმცა მის გარდა გუნდი შესაძლოა იუვენტუსის მესამე კიპერმა პინსოლიომაც დატოვოს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პინსოლიოს რამდენიმე წინადადება სერია ბ-დან აქვს, სადაც 31 წლის ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ბუფონის და პინსოლიოს გარდა, იუვენტუსიდან არც შესნის წასვლაა გამორიცხული. იუვენტუსი მის გაყიდვას და დონარუმას დამატებას ცდილობს, თუმცა ამისთვის პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მოუწევს.