იუვენტუსმა ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობა შესაძლოა მომდევნო ზაფხულისთვის გადადოს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა შესაძლოა რომასთან ნიკოლო ძანიოლოს თაობაზე მიმდიანრე მოლაპარაკებები შეაჩეროს და იტალიელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობა მომდევნო ზაფხულს განაახლოს.
TuttoJuve-ს ცნობით, ბიანკონერის რომას მიერ მოთხოვნილი 50-55 მილიონი ევროს გადახდა არ სურს, ამიტომ ტურინელები კიდევ 1 წელი დაიცდიან და იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოს მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება, მათ ფეხბურთელის გაყიდვა 1 წლის შემდეგ გაცილებით იაფად მოუწევთ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ ნიკოლო ბიანკონერის კიდევ ერთი წელი დაელოდება, რადგან ის ბავშვობიდან ტურინული გრანდის ქომაგი გახლავთ…