Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ძირითად გუნდში მატიას სულეს უხმო

ტურინის იუვენტუსმა ფედერიკო კიეზას ტრავმის გამო, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს თამაშს ვეღარ მოახერხებს, 23-წლამდელთა გუნდიდან ტურინელთა ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტს მატიას სულეს უხმო, რომელიც ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ასაკის მიუხედავად არგენტინის ნაკრებში უკვე გამოიძახეს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.