Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსმა უამრავი ევროპული გრანდი დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის გამართულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

Tuttomercato-ს ინფორამციით, ჩვენებურის გაფორმებაზე ყველაზე აქტიურად იუვენტუსი, მილანი და ბაიერნი მუშაობდნენ, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩიმ ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებებს უშუალოდ რუბინთან დაიწყებს.