Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა ჯეკო დაივიწყა, მათი პრიორიტეტი სუარესია

Sky Sport Italia, SportItalia და Gazzetta dello Sport ერთდროულად ადასტურებს, რომ იუვენტუსი ედინ ჯეკოს ტრანსფერით დაინტერესებული აღარ არის და მათი ფავორიტი ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ლუის სუარესია.

ურუგვაელი ფეხბურთელი ბარსელონასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ გუნდმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტოს და ბარსელონას უფასოდ დატოვების საშუალება მისცეს. ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, იუვენტუსი მზად არის, ფეხბურთელის კარგი თამაშის შემთხვევაში ბლაუგრანას გარკვეული ბონუსები გადაუხადის, თუ ისნი ახლა ფეხბურთელს უფასოდ წასვლის საშუალებას მისცემენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, სუარესის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ყველაზე ცუდი ამბავი ეს ნაპოლისთვის არის, რომელიც არკადიუშ მილიკის გაყიდვას იუვენტუსში ან რომაში გეგმავდა, თუმცა თუ ჯეკო ჯალოროსის შემადგენლობაში დარჩა, პარტენოპეის მისი მსურველის ძებნა სხვაგან მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.