Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა 89.7 მილიონი იზარალა

იუვენტუსმა აქციონერების შეხვედრის შემდეგ ფინანსური წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ გასული ფინანსური წლის შემდეგ ტურინულმა გრანდმა 89.7 მილიონი ევრო იზარალა.

ტურინელების ზარალი სხვა იტალიური გრანდების ფონზე საკმაოდ კარგად გამოიყურება, რადგან მაგალითისთვის რომამ იმავე პერიოდში 207 მილიონი ევრო იზარალა, მილანმა კი 195 მილიონი.