Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა Jeep-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იუვენტუსმა მაისურის სპონსორთან – Jeep კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდი ახალი ხელშეკრულების პირობებით წელიწადში 45 მილიონ ევროს მიიღებს.

ამერიკული მანქანების მწარმოებელი კომპანია, რომელიც იუვეს 2012/13 წლების სეზონიდან აფინანსებს, ბიანკონერის სპონსორი კიდევ 3 წლით იქნება.

45 მილიონი ევროს გარდა, იუვე სხვადასხვა სპორტული მიღწევის გათვალისწინებით დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.