Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსო კინის სანაცვლოდ დემირალს გაუშვებს ?

იუვენტუსი ზაფხულში მოიზე კინის დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ტურინელებს ბრძოლა პსჟ-სთან მოუწევთ.

იუვენტუსის რიგებში შემტევი ტრიოს: რონალდუ-მორატა-დიბალას ბედი გაურკვეველია და ბიანკონერი მათ პოტენციურ შემცვლელებს უკვე ეძებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი სწორედ მოიზე კინი იქნება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ევერტონს კინის სანაცვლოდ მერიჰ დემირალი შესთავაზოს, რომელიც უკვე დიდი ხანია კარლო ანჩელოტის სასურველ ფეხბურთელად მოიაზრება.